ამერიკის ავიახაზები სამსახურიდან 13 ათასი თანამშრომლის გაშვებას გეგმავს, გასულ კვირას უმუშევართა დახმარებისთვის აშშ-ის მთავრობას 800 ათასამდე ადამიანმა მიმართა

უცხოური მედია წერს, რომ საავიაციო კომპანიის, ამერიკის ავიახაზების (AA) განცხადებით, მათი 13 ათასამდე თანამშრომელი არის სამსახურიდან დათხოვნის საფრთხის წინაშე გამომდინარე იქედან, რომ 2021 წლის 1-ელ აპრილს იწურება ავიაკომპანიის თანამშრომლებისთვის განსაზღვრული, აშშ-ის მთავრობის დახმარების პაკეტი. ამ ყოველივეს კი ემატება ვაქცინის პროგრამის დაბალი ინტენსივობა და შეზღუდვები ფრენებზე. „2021 წლის მეხუთე კვირის თავზე, ჩვენი კომპანიის სიტუაცია 2020 წლის იდენტურია. ვაქცინაციის განაწილება არ არის ისეთი სწრაფი, როგორც ველოდებოდით“, – განაცხადა კომპანიის წარმომადგენელმა. ინფორმაციისთვის, ავიაციის კავშირები ითხოვენ დახმარებას აშშ-ის მთავრობისგან, რათა შეძლონ სამუშაო ადგილების შენარჩუნება 2021 წლის ზაფხულისთვის.

აშშ-ის შრომითი დეპარტამენტის ინფორმაციით, იანვრის ბოლო კვირაში კიდევ 779 ათასმა ადამიანმა შეავსო განაცხადა უმუშევართა დახმარების მოთხოვნით. 2021 წლის პირველ თვეში არ შეინიშნებოდა სამუშაო აღდგენის პროცესში პოზიტიური ტენდენციები. ეკონომისტების აზრით, მომდევნო პერიოდში გაუმჯობესება არაა მოსალოდნელი და უმუშევრობა მაღალ ნიშნულზე შენარჩუნდება გარკვეული პერიოდის მანძილზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები