რუსეთში ახალგაზრდებს პუტინი არ უყვართ – გამოკითხვამ კრემლის ლიდერის რეიტინგის ვარდნა გამოავლინა

რუსეთში ახალგაზრდა თაობაში  პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის მიმართ ნდობა იკლებს. აღნიშნული “ლევადა-ცენტრის” მიერ ჩატარებული გამოკითხვიდან ირკვევა.

კერძოდ, 18-დან- 24 წლის ასაკის რესპონდენტთა 46% პუტინის მუშაობას იწუნებს მაშინ, როდესაც ორი წლის წინ ეს მაჩვენებელი 18% შეადგენდა.

თუმცა, ამჟამად რუსეთის პრეზიდენტს დადებითად 64% ახასიათებს – 34% უარყოფითად. ეს რიცხვები 2018 წლის ნოემბრიდან სტაბილურად იკლებს.

ამასთანავე, გამოკითხვის მიხედვით, კრემლის ლიდერისადმი ნდობის რეიტინგი სხვა პოლიტიკოსების ფონზე დავარდნილია. უკანასკნელი კვლევით, მას გამოკითხულთა მხოლოდ 29% ენდობა, 2020 წლის სექტემბერში ეს მაჩვენებელი 33% შეადგენდა.

მეორე ადგილზე პრემიერი მიხეილ მიშუსტინია-12%-ით, მესამეზე – ვლადიმერ ჟირინოვსკი -10%-ით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები