კარლ ჰარცელი: მალე გაიმართება ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საბჭოს სხდომა, რომელიც მნიშვნელოვანი იქნება მომავალი წლის დღის წესრიგის შემუშავებისთვის

საქართველოში ევროკავშირის ელჩი, კარლ ჰარცელი საქართველოს პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილს შეხვდა.

ჰარცელის თქმით, ევროინტეგრაციის კომიტეტთან მუშაობა მჭიდროდ გაგრძელდება.

„შევხვდი ევროინტეგრაციის კომიტეტის ახალ თავმჯდომარეს, რომელსაც ბრიუსელიდან ვიცნობ. მოხარული ვარ, რომ მომეცა პირველი ფორმალური შეხვედრისა და მისთვის ამ მნიშვნელოვანი პოსტის დაკავების მილოცვის შესაძლებლობა. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი კომიტეტი საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებისთვის. ამ კომიტეტთან ჩვენ ძალიან მჭიდროდ ვიმუშავებთ. დღის წესრიგში სხვადასხვა საკითხია. მალე გაიმართება ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საბჭოს სხდომა, რომელიც იქნება მნიშვნელოვანი მომავალი წლის დღის წესრიგის შემუშავებისთვის და ჩვენ მოვისმენთ მთავრობის ახალი ამოცანების შესახებ, ასევე, პარლამენტის დღის წესრიგის შესახებ, რაშიც მაკა მნიშვნელოვან როლს შეასრულებს. ჩემთვის სასიამოვნო იყო დღეს მასთან შეხვედრა“, – განაცხადა კარლ ჰარცელმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები