Johnson&Johnson-მა აშშ-ის წამლების სამმართველოში საკუთარი ვაქცინის რეგისტრაციაზე განაცხადი შეიტანა

კომპანია Johnson&Johnson-მა აშშ-ის წამლების სამმართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო საკუთარი ვაქცინის საგანგებოდ რეგისტრაციაზე განაცხადი შეიტანა.

კომპანიაში მიიჩნევენ, რომ დაჩქარებული მეთოდით ნებართვის გაცემა პანდემიასთან ბრძოლას შეუწყობს ხელს.

პროცედურის თანახმად, აშშ-ის სამმართველომ ვაქცინების საკითხთან საკონსულტაციო კომიტეტის ღია სხდომა უნდა ჩანიშნოს, რომელშიც დამოუკიდებელი ექსპერტები მონაწილეობენ.

CNN აღნიშნავს, რომ Pfizer-ისა და Moderna-ს ვაქცინების შემოწმებას სამ კვირამდე პერიოდი დასჭირდა.

Johnson&Johnson-ის პრეპარატი განსხვავდება იმით, რომ ადამიანს მისი მხოლოდ ერთი დოზა დასჭირდება მაშინ, როდესაც დღეს არსებული ვაქცინები ორ ნაწილად შეჰყავთ. ასევე, “ჯონსონის” პრეპარატს ტრანსპორტირებისა და შენახვისთვის განსაკუთრებული პირობები არ სჭირდება.

აშშ-ის მთავრობამ კომპანიამ პრეპარატის 100 მილიონი დოზა უკვე შეუკვეთა. “ჯონსონში” აცხადებენ, რომ შეკვეთას ივნისამდე შეასრულებენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები