ტრამპმა აშშ-ის კინომსახიობთა გილდიას დაასწრო და კავშირი თვითონვე დატოვა

აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, საკუთარი ნებით, კინომსახიობთა გილდიის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო, – იტყობინება Fox News-ი.

ტელეარხისთვის ტრამპის მიერ გილდიის პრეზიდენტისადმი, მსახიობ გაბრიელ კარტერისთვის გაგზავნილი წერილის შინაარსი გახდა ცნობილი.

“გწერთ ე.წ.დისციპლინარული კომიტეტის მოსმენებთან დაკავშირებით, რომელიც მიმართულია იმისკენ, რომ მე კავშირი დამატოვებინოთ”, – წერს ტრამპი.

მისივე თქმით, კარტერის “შემოქმედებას გაცნობილი არ არის”, მაგრამ ძალიან ამაყობს ისეთ ფილმებში მონაწილეობის გამო, როგორებიც არის “მარტო სახლში2”, “უოლ სტრიტ: ფულს არ სძინავს”, “სამაგალითო მამაკაცი” და ტელეშოუ.

ყოფილი პრეზიდენტის აზრით, ორგანიზაციამ საკუთარი წევრებისთვის ცოტა რამ გააკეთა და მისთვის  არაფერი და მხოლოდ “მოსაკრებლების შეგროვებით და ამერიკის პოლიტიკისთვის სახიფათო იდეების პროპაგანდით” იყო დაკავებული.

“არ მსურს, ვიყო დაკაშირებული თქვენს კავშირთან. ამრიგად, ამ წერილით გატყობინებთ, რომ SAG-AFTRA-ს დაუყოვნებლივ ვტოვებ”, – წერს დონალდ ტრამპი.

ტრამპი კინომსახიობთა გილდიის წევრი 1989 წლიდან იყო. თუმცა, გილდიამ 6 იანვარს კაპიტოლიუმის შტურმის გამო ტრამპის მიერ კონსტიტუციის შესაძლო დარღვევასთან დაკავშირებით დისციპლინარული მოსმენები დაიწყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები