“დენიკინის ჯარივით ვართ, მარტო გენერლები” – გუბაზ სანიკიძე

ბლოკის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” „ძალა ერთობაშია” წევრმა, გუბაზ სანიკიძემ „ტვ პირველის“ ეთერში ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ სიტუაციაზე ილაპარაკა და აღნიშნა, რომ ხალხი თუ არ იქნება, ოპოზიცია ვერაფერს მიაღწევს.
მისი თქმით, წარმატების ფორმულა ხალხისა და ოპოზიციის ერთად ბრძოლაა.

„ყველაფერი დამოკიდებულია ოპოზიციასა და თვითონ ხალხზეც. არაფერი გამოვა და დარჩება იგივე სიტუაცია, თუ სამშვიდობო პაქტი არ დადო ქართველმა ხალხმა და ოპოზიციამ, ვერცერთი ცალკე ვერაფერს ვერ ვიზამთ. ვერც ოპოზიცია ვიზამთ რამეს იმიტომ, რომ დენიკინის ჯარივით ვართ, მარტო გენერლები ვართ. თუ ხალხი არ იქნა, ვერაფერს მივაღწევთ. ისევე, როგორც ხალხი ასე სტიქიურად ვერაფერს შეძლებს, ყოველთვის მოატყუებს „ოცნება“ ხალხს. წარმატების ფორმულა არის ხალხისა და ოპოზიციის ერთად ბრძოლა, თანამოაზრეობა, თუნდაც დროებითი და თემატური“, – აცხადებს გუბაზ სანიკიძე.

ცნობისთვის, სანიკიძე ოპოზიციის იმ 51 დეპუტატს შორისა, ვინც პარლამენტის წევრის მანდატის გაუქმებას ითხოვს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები