ჯო ბაიდენმა აშშ-ის მთავარი კონკურენტი დაასახელა

აშშ-ის 46-ე პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ჩინეთი ქვეყნის მთავარ კონკურენტად დაასახელა და პირობა დადო, რომ ვაშინგტონი პეკინთან კონკურენციას “ძალის პოზიციიდან” აწარმოებს.

ამის შესახებ მან სახელმწიფო დეპარტამენტში ქვეყნის საგარეო პოლიტიკასთან დაკავშირებით პროგრამული სიტყვით გამოსვლის დროს თქვა.

“პირდაპირ მექნება შეხება იმ გამოწვევებთან, რომელიც ჩვენი კეთილდღეობისთვის, უსაფრთხოებიასა და დემოკრატიისთვის წარმოადგენს სერიოზული კონკურენტი – ჩინეთი. მის მიერ ეკონომიკის ბოროტად გამოყენებას შევზღუდავთ, წინ აღვუდგებით მის აგრესიულ ქმედებებსა და შანტაჟს, ასევე, შევეწინააღმდეგებით ადამიანის უფლებებზე, ინტელექტუალურ საკუთრებასა და მმართველობის გლობალურ პრაქტიკაზე თავდასხმებს. მაგრამ მზად ვართ პეკინთან მუშაობისთვის, როდესაც ეს ჩვენს ინტერესში იქნება. ძალის პოზიციიდან გვექნება კონკურენცია”, – აღნიშნა ჯო ბაიდენმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები