რუსეთის სამხედრო თვითმფრინავმა ესტონეთის საჰაერო სივრცე დაარღვია

რუსეთის სამხედრო თვითმფრინავმა – ილ-76მდ ესტონეთის საჰაერო სივრცე დაარღვია.

ესტონეთის თავდაცვის ძალების პრესსამსახურის ინფორმაციით, ინციდენტი გუშინ მოხდა და თვითმფრინავი ქვეყნის ცაზე ერთი წუთის განმავლობაში იმყოფებოდა.

მომხდართან დაკავშირებით დღეს ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში რუსეთის ელჩი დაიბარეს, რომელსაც საპროტესტო ნოტა გადასცეს.

ადგილობრივი მედია აღნიშნავს, რომ ეს მიმდინარე წელს რუსული სამხედრო თვითმფრინავების მიერ ესტონეთის საჰაერო სივრცის დარღვევის პირველი შემთხვევაა, გასულ წლებში მსგავსი ფაქტები წელიწადში რამდენჯერმე ფიქსირდებოდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები