პესკოვი რუსეთში მიმდინარე დაკავებებს “არასანქცირებულ მიტინგებზე პოლიციის საპასუხო ზომას” უწოდებს

“რუსეთში ადამიანების მასობრივი დაკავება და აქციის მონაწილეთა მიმართ ძალადობა რეპრესიები არ არის, არამედ არის არასანქცირებულ აქციებზე პოლიციის საპასუხო ზომა”, – ასე განმარტა რუსეთში 23 იანვრიდან მიმდინარე მოვლენები რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა.

რუსეთში 23, 31 იანვარს და 2 თებერვალს ალექსი ნავალნის მხარდამჭერი საპროტესტო აქციები გაიმართა, რომლის დროს ძალოვანებმა 10 ათასზე მეტი ადამიანი დააკავეს.

ჟურნალისტების კითხვაზე – რატომ ხორციელდება ქვეყანაში აქციის მონაწილეთა წინააღმდეგ “მასობრივი რეპრესიები”, პესკოვმა თქვა, რომ “რეპრესიები არ არის”, არამედ “არის ზომები, რომლებსაც ძალოვანები არასანქცირებული აქციების მონაწილეთა წინააღმდეგ იყენებენ”.

“გავიწყდებათ, რომ ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლებზე იყო მრავალრიცხოვანი თავდასხმებიც. და რეპრესიები არ არის”, – თქვა მან.

“კიდევ ერთხელ მსურს,  გავამახვილო თქვენი ყურადღება იმაზე, რომ არასანქცირებულმა აქციებმა ქვეყნის მოქალაქეებს სირთულეები შეუქმნა. დიდი დისკომფორტი ექმნება იმათ, ვინც ამ უკანონო აქციებზე მივიდა. დაკავებულია იმაზე მეტი, ვიდრე მათ ჩვენი იზოლატორები დაიტევენ. იმაზე მეტი დაკავებულია, ვიდრე მათ შესახებ ინფორმაციის დამუშავება მოხდება მოკლე ვადებში. ამიტომ გვაქვს ასეთი შედეგი”, – თქვა მან.

აღსანიშნავია, რომ მოსკოვის იზოლატორებში დაკავებულებისთვის ადგილები აღარ აქვთ და ისინი მოსკოვთან ახლოს, სახაროვოშო წაიყვანეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები