უკრაინაში კარანტინი 30 აპრილამდე გახანგრძლივდა

უკრაინის პრემიერმინისტრის, დენის შმიგალის განცხადებით, ქვეყანაში კარანტინი 30 აპრილამდე შენარჩუნდება.

მისი განმარტებით, ის ამა თუ იმ ფორმით იქნება შენარჩუნებული, შესაძლოა, შემსუბუქებით ან ადაპტირებული მეთოდით.

შმიგალის თქმით, მთავრობა უახლოეს დროში ადაპტირებული კარანტინის მიღების გადაწყვეტილებას მიიღებს.

უკრაინაში კარანტინი და საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი 2020 წლის 9 დეკემბრიდან – 2021 წლის 28 თებერვლიდან იყო გამოცხადებული.

კარანტინის ფარგლებში აკრძალული კვების ობიექტების, სავაჭრო ცენტრების, სპორტდარბაზების, არასაკვები პროდუქტების ბაზრებისა და საგანმანათლებლო დაწესებულებების მუშაობა, გარდა საბავშვო ბაღების. მაღაზიებს ისეთი საქონლით ვაჭრობა აქვთ აკრძალული, რომელიც პირველი აუცილებლობის საქონელს არ მიეკუთვნება.

ბოლო მონაცემით, უკრაინაში პანდემიის დაწყებიდან ვირუსი 1,2 მილიონზე მეტ პირს დაუდასტურდა, ვირუსს 23 229 პაციენტი შეეწირა, მილიონზე მეტი გამოჯანმრთელდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები