უკრაინის შსს მოქალაქეებს პრორუსული ძალების მხრიდან მოსალოდნელი პროვოკაციების შესახებ აფრთხილებს

უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტრო მოსახლეობას აფრთხილებს, რომ, ტელეარხების ბლოკირების გამო, ქვეყანაში მოსალოდნელია ძალისმიერი პროვოკაციები, სამოქალაქო დაპირისპირების გაღვივება.

ამის შესახებ უკრაინის შს მინისტრის მრჩეველმა, ზორიან შკირიაკმა განაცხადა.

“ვღებულობთ ოპერატიულ ინფორმაციას ვითარების შესაძლო დესტაბილიზაციასთან დაკავშირებით, ძალისმიერი პროვოკაციების გზით, ასევე, სამოქალაქო დაპირისპირებაა მოსალოდნელი შიდა და გარე დესტრუქციული ძალების მიერ”, – თქვა მან.

მისივე თქმით, შსს-ს ქვედანაყოფები მზად არიან, ნებისმიერ პროვოკაციას პასუხი გასცენ, ასევე, თქვა, რომ უკრაინის სახელმწიფოს წინააღმდეგ დანაშაულის ჩადენა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას გამოიწვევს.

შკირიაკის თქმითვე, სამართალდამცველები არ მისცემენ შანსს პრორუსულ მტრულ ძალებს, უკრაინის საზოგადოება გახლიჩონ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები