ფილიპინებზე ორი ძლიერი მიწისძვრა მოხდა

ფილიპინებზე, ლუსონისა და ბატანესის კუნძულებთან დღეს ორი – 5,4 და 5,5 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა.

ამის შესახებ ინფორმაციას ფილიპინების ვულკანოლოგიისა და სეისმოლოგიის ინსტიტუტი ავრცელებს.

მისი ინფორმაციით, მიწისქვეშა ბიძგები კუნძულ ლუსონში 40 კილომეტრის სიღრმეში დაფიქსირდა, ასევე, განმეორებითი ბიძგებიც დაფიქსირდა.

ამის შემდეგ, ნახევარი საათის შუალედით 5,5 მაგნიტუდა დაფიქსირდა ბატანესთან. მიწისქვეშა ბიძგების ეპიცენტრი 14 კილომეტრის სიღრმეში იყო, სადაც ასევე განმეორებითი ბიძგები დაფიქსირდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები