გია ვოლსკი: მაკო გომურთან დაკავშირებით თუ ვინმეს რაიმე პასუხისმგებლობა აქვს სახელმწიფოს მხრიდან, განსაკუთრებით ყურად უნდა იღოს მისი განცხადება

“მაკო გომურთან დაკავშირებით თუ ვინმეს რაიმე პასუხისმგებლობა აქვს სახელმწიფოს მხრიდან, განსაკუთრებით ყურად უნდა იღოს ეს განცხადება”, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცესპიკერმა, გია ვოლსკიმ მაკო გომურის განცხადებასთან დაკავშირებით აღნიშნა.

მისივე თქმით, სახელმწიფომ უნდა გადადგას ნაბიჯები და ყველაფერი გააკეთოს მაკო გომურისთვის.

“მაკო გომურთან დაკავშირებით თუ ვინმეს რაიმე პასუხისმგებლობა აქვს სახელმწიფოს მხრიდან, განსაკუთრებით ყურად უნდა იღოს ეს განცხადება და თუ ნაბიჯები არ არის გადადგმული, რასაკვირველია, უნდა გააკეთონ ყველაფერი, რადგან ეს არის ადამიანი, რომელიც საზოგადოების ყველა ნაწილს, როგორი პოლიტიკური გემოვნებაც  უნდა ჰქონდეს, ძალიან დიდ ტკივილად მიჰყვება ცხოვრების ბოლომდე. მე პირადად ჩემი ცხოვრების ძალიან ცუდ ნაწილად მიმაჩნია ეს ფაქტი, რაც მაკო გომურს დაემართა, თუმცა, პასუხისმგებლობასთან დაკავშირებით აბსოლუტურად სხვა წარმოდგენა მაქვს – იმისგან განსხვავებული, რაც აქვს “ნაცმოძრაობას”, – განაცხადა ვოლსკიმ.

ცნობისთვის, მაკო გომურმა, რომელმაც 20-21 ივნისის მოვლენების დროს თვალი დაკარგა, სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცელა, სადაც ის “ქართულ ოცნებასა” და ჯანდაცვის სამინისტროს მიმართავს.

“იქ რეკავ, იქ დარეკეო, იქ რეკავ, ჩვენ რა შუაში ვართ – იქ მიდიო და ასე. ქართული ოცნება / Georgian Dream; საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ჯერ თქვენგან დავიწყებ.

ზუსტად 3 კვირის წინ გამიტყდა თვალის პროთეზი, მართლა გამიტყდა. თვალში ვისვამდი და დამივარდა და გატყდა (შეგიძლიათ, გაგეცინოთ, ხსნილია). და თვალში მიდევს პირველი პროთეზი, რომელიც არ შეიძლება არანაირად. მტკივა, ფორმა არ ემთხვევა, ნაოპერაციების ნაწებურებს აფუჭებს და ა.შ. სხვა ზომებს ნუ მიმაღებინებთ და დროულად გამეცით პასუხი-მოაგვარებთ პრობლემას და გაგვიშვებთ, თუ უკვე შეიმშრალეთ-კიდეც საქმიდან დაბანილი ხელები? უბრალოდ, მითხარით – კი ან არა”, – წერს გომური.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები