როგორია ეპიდვითარება საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე – ბოლო სტატისტიკური მონაცემი

ოკუპირებულ აფხაზეთში ბოლო ერთ დღეში კორონავირუსს კიდევ ერთი ადამიანი შეეწირა, სულ ეპიდემიის დაწყებიდან 179 ლეტალური შემთხვევაა.

ასევე, ვირუსი კიდევ 64 პირს დაუდასტურდა, სულ 11 684 დადასტურებული შემთხვევაა.

ამჟამად, გუდაუთის საავადმყოფოში 107 კოვიდპაციენტი იმყოფება, მათგან 31-ის მდგომარეობა მძიმეა; სოხუმის ინფექციურ საავადმყოფოში 31 პირია მოთავსებული; ოჩამჩირის 18; ტყვარჩელის 8; გაგრის 38; სამხედრო ჰოსპიტალში კი, 32 ადამიანი მკურნალობს.

ვირუსის დამარცხება 10 334-მა პირმა შეძლო.

რაც შეეხება ე.წ.სამხრეთ ოსეთს, აქ ბოლო ერთ დღეში მხოლოდ 12 შემთხვევა გამოვლინდა, პანდემიის დაწყებიდან სულ 2 846 შემთხვევა გამოვლინდა, ვირუსი 2 030-მა პირმა დაამარცხა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები