მაია ცქიტიშვილი: მაკო გომურის დახმარების პროგრამა გაგრძელდება

ვიცეპრემიერის, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, მაია ცქიტიშვილის განცხადებით, 20 ივნისის ღამეს დაზარალებული მაკო გომურის დახმარების პროგრამა გაგრძელდება.

„როგორც იცით, მაკო გომურის მკურნალობის კურსი დაფინანსდა. რა თქმა უნდა, მკურნალობის ხარჯების ანაზღაურებაში ვეხმარებოდით მაკოსაც და სხვა დაზარალებულებსაც. ეს ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებაა და დახმარების პროგრამა გაგრძელდება. ვწუხვარ, თუ რაიმე უხერხულობა იყო“, – განაცხადა ცქიტიშვილმა.

ცნობისთვის, მაკო გომურმა, რომელმაც 20-21 ივნისის მოვლენების დროს თვალი დაკარგა, სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცელა, სადაც ის “ქართულ ოცნებასა” და ჯანდაცვის სამინისტროს მიმართავს.

“იქ რეკავ, იქ დარეკეო, იქ რეკავ, ჩვენ რა შუაში ვართ  – იქ მიდიო და ასე. ქართული ოცნება / Georgian Dream; საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ჯერ თქვენგან დავიწყებ.

ზუსტად 3 კვირის წინ გამიტყდა თვალის პროთეზი, მართლა გამიტყდა. თვალში ვისვამდი და დამივარდა და გატყდა (შეგიძლიათ, გაგეცინოთ, ხსნილია). და თვალში მიდევს პირველი პროთეზი, რომელიც არ შეიძლება არანაირად. მტკივა, ფორმა არ ემთხვევა, ნაოპერაციების ნაწებურებს აფუჭებს და ა.შ. სხვა ზომებს ნუ მიმაღებინებთ და დროულად გამეცით პასუხი-მოაგვარებთ პრობლემას და გაგვიშვებთ, თუ უკვე შეიმშრალეთ-კიდეც საქმიდან დაბანილი ხელები? უბრალოდ, მითხარით – კი ან არა”, – წერს გომური.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები