შალვა პაპუაშვილი: „ქართული ოცნება“, როგორც ქვეყნის განვითარებაზე ორიენტირებული პოლიტიკური ძალა, იწყებს ჩვენი ქვეყნის ისტორიაში უპრეცედენტო საარჩევნო რეფორმას

“ქართული ოცნება“, როგორც პასუხისმგებლიანი, ქვეყნის განვითარებაზე ორიენტირებული პოლიტიკური ძალა, იწყებს ჩვენი ქვეყნის ისტორიაში უპრეცედენტო საარჩევნო რეფორმას დამოუკიდებლად იმისგან, საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილი აღასრულებს მის საპარლამენტო მანდატს თუ არა”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის წევრმა, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლიდან საქართველოში ჩატარებული ყველა არჩევნები საერთაშორისო ავტორიტეტული ორგანიზაციების მიერ აღიარებულია, როგორც გამჭვირვალე და კონკურენტული.

„ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლიდან საქართველოში ჩატარებული ყველა არჩევნები საერთაშორისო ავტორიტეტული ორგანიზაციების მიერ აღიარებულია როგორც სანდო, გამჭვირვალე და კონკურენტული. მიუხედავად ამისა, „ქართული ოცნება“ ყველაფერს აკეთებდა, რათა მაქსიმალურად დაეხვეწა საარჩევნო სისტემა და აღმოფხვრილიყო ის მცირედი ხარვეზებიც კი, რაც წინა წლებში საარჩევნო პროცესს ახლდა თან. ჩვენ, როგორც მმართველი პარტია, კარგად ვაცნობიერებთ იმ პასუხისმგებლობას, რაც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე საზოგადოებამ მოგვანიჭა. შესაბამისად, ჩვენი ქვეყნის პოლიტიკური კულტურის უფრო მაღალ საფეხურზე ასაყვანად, საარჩევნო სისტემის მაქსიმალური სრულყოფისთვის, ყველა შემდგომ არჩევნებთან დაკავშირებით ყოველგვარი დაუსაბუთებელი ინტერპრეტაციების გამოსარიცხად, საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში იქმნება სამუშაო ჯგუფი, რომელიც მასშტაბურ საარჩევნო რეფორმას მოამზადებს. „ქართული ოცნება“, როგორც პასუხისმგებლიანი, ქვეყნის განვითარებაზე ორიენტირებული პოლიტიკური ძალა იწყებს ჩვენი ქვეყნის ისტორიაში უპრეცედენტო საარჩევნო რეფორმას დამოუკიდებლად იმისაგან, საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილი აღასრულებს მის საპარლამენტო მანდატს თუ არა”, – განაცხადა პაპუაშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები