გია ვოლსკი: ალეკო ელისაშვილს თუ აქვს გადაწყვეტილება მიღებული, რომ კომისიის მუშაობაში არ ჩაერთოს, რასაკვირველია, ძალდატანება და ზეწოლა არ გაჭრის
“ალეკო ელისაშვილს თუ აქვს გადაწყვეტილება მიღებული, რომ კომისიის მუშაობაში არ ჩაერთოს, რასაკვირველია, ძალდატანება და ზეწოლა არ გაჭრის”, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცესპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.
მისივე თქმით, კომისიას ყველა რესურსი აქვს, ინფორმაცია მიიღოს და სამართლიანი ვერდიქტი გამოიტანოს.
„ალეკო ელისაშვილს თუ აქვს გადაწყვეტილება მიღებული, რომ კომისიის მუშაობაობაში არ ჩაერთოს, რასაკვირველია, ძალდატანება და ზეწოლა არ გაჭრის. თუ საჭირო იქნება, საგამოძიებო კომისია ითვალისწინებს მათ გამოკითხვასაც, ვინც იყო ჩართული საარჩევნო პროცესში. მათი მონაცემების შემოწმებასაც. მის ადგილას არ ვიჩქარებდი საბოლოო გადაწყვეტილების მიღებაზე, რადგან ამ თემასთან დაკავშირებით კომისიას ყველა რესურსი აქვს, ინფორმაცია მიიღოს და სამართლიანი ვერდიქტი გამოიტანოს“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.
საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელმა, პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა არჩევნებთან დაკავშირებით დროებითი კომისიის შექმნის საკითხზე საუბრისას განაცხადა, რომ კომისიაში იმ შემთხვევაში ჩაერთვება, თუ მასში მონაწილეობას მიიღებს „პატრიოტთა ალიანსი“, „ნაციონალური მოძრაობა“ და ბოკერიას პარტია.