15 თებერვლიდან კვების ობიექტები და რესტორნები ღია სივრცეში განაახლებენ ფუნქციონირებას
15 თებერვლიდან კვების ობიექტები და რესტორნები ღია სივრცეში განაახლებენ ფუნქციონირებას. ამის შესახებ პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
„15 თებერვლიდან, შემდგომი ორშაბათიდან კვების ობიექტები, რესტორნები შეძლებენ, ღია სივრცეში ამოქმედდნენ. ეს არის ის ძირითადი გადაწყვეტილებები, რომელიც ჩვენ დღეს უნდა მივიღოთ, თუმცა, შეზღუდვები შენარჩუნდება შაბათ-კვირას“, – განაცხადა გახარიამ.