ჩინეთი ღარიბი ქვეყნებისთვის ვაქცინის 10 მილიონ დოზას გამოყოფს

ჩინეთის მთავრობა ღარიბი ქვეყნებისთვის საკუთარი წარმოების ვაქცინის 10 მილიონ დოზას გამოყოფს.

პრეპარატის პირველი პარტია COVAX-ის პლატფორმას გადაეცემა, რომელიც მისი გადანაწილებისთვის შეიქმნა.

“ჯანმო-ს მოთხოვნის შესაბამისად, ჩინეთი მზად არის, COVAX-ს ვაქცინის 10 მილიონი დოზა გადასცეს”, – განაცხადა ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ვან ვენბინმა.

მისი თქმით, ჩინეთის ეს ნაბიჯი მნიშვნელოვანი შენატანი გახდება ვაქცინით ყველა ქვეყნის უზრუნველყოფისა და ჯანდაცვის გლობალური სისტემის მუშაობის შენარჩუნების საკითხში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები