ევროკავშირი გმობს რუსეთის ხელისუფლების გადაწყვეტილებას ალექსეი ნავალნისთვის სასჯელის შეფარდების შესახებ

ევროკავშირი გმობს ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნისთვის სასჯელის შეფარდების შესახებ რუსეთის ხელისუფლების გადაწყვეტილებას – ნათქვამია ნავალნის საქმეზე საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის ჟოზეფ ბორელის მიერ ევროკავშირის სახელით გავრცელებულ განცხადებაში.

„ევროკავშირი გმობს რუსეთის ხელისუფლების გადაწყვეტილებას ბატონი ნავალნისთვის სასჯელის შეფარდების შესახებ და მიიჩნევს, რომ ის მიუღებელია, რადგან ის პოლიტიკურად არის მოტივირებული და ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა დარგში რუსეთის საერთაშორისო ვალდებულებებს. ევროკავშირი მუდმივად მოუწოდებდა რუსეთის ხელისუფლებას, შეინარჩუნოს ეროვნული და საერთაშორისო ვალდებულებები, პატივი სცეს და აღასრულოს ადამიანის უფლებები და კანონის წინაშე თანასწორობა, მათ შორის სამართლიანი სასამართლოს უფლება. ევროკავშირი იმეორებს თავის მოწოდებას დაუყოვნებლად და უპირობოდ გაათავისუფლონ ბატონი ნავალნი, ისევე როგორც ყველა ის მოქალაქე და ჟურნალისტი, რომლებიც დააკავეს მშვიდობიანი შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების უფლების გამოყენების გამო. ეს მოვლენები წარმოადგენს რუსეთის ფედერაციაში ოპოზიციის, სამოქალაქო საზოგადოების და დამოუკიდებელი ადამიანების ნებისთვის სივრცის გამუდმებით შემცირების უარყოფით მაგალითს“, – ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები