როუჰანი იმედოვნებს, რომ ბაიდენის ადმინისტრაცია რეგიონში აშშ-ის ყოფნის მავნებლობაზე დაფიქრდება

ირანის პრეზიდენტი, ჰასან როუჰანი იმედოვნებს, რომ ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია ახლო აღმოსავლეთის მიმართ აშშ-ის პოლიტიკას გადახედავს და მის მავნებლობას მიხვდება.

ამის შესახებ როუჰანიმ ერაყის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ფუად ჰუსეინთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

“ირანის პრეზიდენტმა გამოთქვა იმედი, აშშ-ის ახალი ადმინისტრაცია მიხვდება, რომ რეგიონში შეერთებული შტატების ყოფნა უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნის და პოლიტიკას გადახედავს”, – ნათქვამია გამოქვეყნებულ ოფიციალურ რელიზში.

ირანის პრეზიდენტი ასევე ერაყის შიდა საქმეებში ნებისმიერი მესამე ქვეყნის ჩარევის წინააღმდეგ გამოვიდა და ამ კონტექსტში ყველაზე გაუგონარ მაგალითად მოიყვანა 2020 წლის 3 იანვარს ბაღდადის აეროპორტთან ირანელი გენერლის, ქასეიმ სოლეიმანის ლიკვიდაციის ოპერაცია.

ერაყის საგარეო უწყების ხელმძღვანელი თეირანში ვიზიტი იმყოფება, სადაც შეხვედრები გამართა ირანელ კოლეგასთან, მოჰამედ ჯავად ზარიფთან, ასევე, ქვეყნის უსაფრთხოების უზენაესი ეროვნული საბჭოს ხელძღვანელთან, ალი შამჰანისთან.

განხილულ თემებს შორის იყო ერაყიდან აშშ-ის ჯარის გაყვანის საკითხი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები