უკრაინული მედია: ზელენსკის მიერ დაბლოკილი ტელეარხები თვითაღიარებული ლუგანსკიდან ფინანსდებოდა

“უკრაინაში ვლადიმერ პუტინის უახლოესი გარემოცვის წევრის, ვიქტორი მედვეჩუკის თანაპარტიელის დაბლოკილი ტელეარხები თვითაღიარებული ლუგანსკში დარეგისტრირებული კომპანიიდან ფინანსდებოდა”, – ამის შესახებ უკრაინული მედია ქვეყნის სამართალდამცავ ორგანოებში, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოსა და უშიშროების საბჭოში წყაროზე დაყრდნობით წერს.

კერძოდ, საუბარია კომპანია “სავაჭრო სახლი “დონის ნახშირზე”, რომლის თანხებით ფინანსდებოდა “112”, “ZIK” და “NewsOne”.

უკრაინელი ძალოვანები ეჭვობენ, რომ აღნიშნული კომპანია ასევე კავშირშია ნახშირის უკანონო მოპოვებასთან თვითაღიარებულ რესპუბლიკაში, რომელიც შემდგომ რუსეთში მიდის. ასევე, კომპანია მოგებიდან მიღებულ პროცენტებს ე.წ. რესპუბლიკაში ტერაქტების ორგანიზებასა და ამ საქმიანობის მხარდაჭერას ახმარდა.

აღინიშნება, რომ, სწორედ ამ ეჭვის საფუძველზე, 2 თებერვალს უკრაინის უშიშროების სამსახურმა საქმე აღძრა ტერორიზმის დაფინასების მუხლით.

ასევე, “უკრაინსკაია პრავდა” წერს, 2017-2020 წლებში დაფიქსირებულია 46 დარღვევა აღნიშნულ ტელეარხებში. კერძოდ, ისმოდა მოწოდება საკონსტიტუციო წყობილების დამხობასთან დაკავშირებით, უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა, ომის გაჩაღება, შუღლის გაღვივება, ტერაქტების მოწყობა, ადამიანის თავისუფლებებისა და უფლებების ხელყოფა, ასევე ეთერებში ისეთი პირების მიწვევა, რომლებიც უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისთვის საფრთხეს წარმოადგენენ.

ტელეკომპანიებმა ამ ხნის განმავლობაში 6 გაფრთხილება მიიღეს, იყო შედგენილი 28 ადმინისტრაციული ოქმი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები