ლავროვი – დასავლეთს: ჩვენს თავაზიან მანერებს სისუსტეში ნუ გვითვლით, ღმერთი ძალაში კი არა, სიმართლეშია

“დასავლეთში მყოფი ის ადამიანები, რომლებიც რუსეთის თავაზიან მანერებს სისუსტის გამოვლინებად თვლიან, ძალიან ცდებიან”, – განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა იორდანიელ კოლეგასთან, აიმან ხუსეინ აბდალა ას-საფადისთან გამართული მოლაპარაკების შემდეგ.

ამის შესახებ ლავროვმა ნავალნის დაკავებასა და გასამართლებასთან დაკავშირებით დასავლეთში გამოთქმული პროტესტის კომენტირებისას თქვა.

მისივე თქმით, მედია რუსეთში მიმდინარე მოვლენების გაშუქებისას ორმაგ სტანდარტებს ავლენს.

“თუ ვიტყვით ერთ-ერთი რუსული ფილმის პერსონაჟის სიტყვებით: როგორც იტყვიან, ღმერთი ძალაში კი არა, სიმართლეშია. ასევე, გვაქვს კარგი ანდაზაც: რბილად ვშლით საწოლს, მაგრამ დასაძინებლად უხეშია. ის, ვინც ჩვენს თავაზიან მანერებს სისუსტის გამოვლინებად აღიქვამს – ძალიან ცდება”, – თქვა რუსეთის პირველმა დიპლომატმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები