გიორგი ვოლსკი პეტრ მიკისკას შეხვდა
პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გიორგი ვოლსკი ჩეხეთის რესპუბლიკის ელჩს საქართველოში, პეტრ მიკისკას შეხვდა.
მხარეებმა საქართველოს საშინაო და საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებზე ისაუბრეს. მიმოიხილეს ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები და რეგიონში უსაფრთხოების კუთხით არსებული ვითარება. ყურადღება გამახვილდა რეგიონში მშვიდობისა და უსაფრთხოების მნიშვნელობასა და ამ მიმართულებით გაზრდილ საფრთხეებზე.
„მიმოვიხილეთ რეგიონში არსებული ვითარება. ვისაუბრეთ რეგიონში გაზრდილ საფრთხეებსა და ძალთა ბალანსის ცვლილებაზე, რომელსაც რუსეთი ამ ორ ქვეყანას შორის განსაკუთრებით კი, ომის შემდეგ ახდენს. ასევე, ვისაუბრეთ იმ სამომავლო გეგმებზე, რომელიც საქართველოს უსაფრთხოების გაძლიერებას ეხება”, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ შეხვედრის დასრულების შემდეგ.
დიპლომატისა და ვიცესპიკერის შეხვედრაში, ასევე, მონაწილეობდა ჩეხეთის რესპუბლიკის ელჩის მოადგილე, იანა გასპარიკოვა.