გიორგი ვოლსკი: არჩილ თალაკვაძის საპარლამენტო საქმიანობის წლიურ ანგარიშში საგანგებოდ მნიშვნელოვანი თემები იყო, რაც ყველას აწუხებს

საქართველოს პარლამენტის პირველი ვიცესპიკერის, გია ვოლკსის განცხადებით, პარლამენტის თავმჯდოემარის, არჩილ თალაკვაძის საპარლამენტო საქმიანობის წლიური ანგარიში არაერთ მნიშვნელოვან საკითხს მოიცავდა და ნაჩვენები იყო რეალური სიტუაცია, რაც ქვეყანაში დღეს ხდება.

„საგანგებოდ მნიშვნელოვანი თემები იყო. ეს საკითხები ყველას აწუხებს. რაც შეეხება საკანონმდებლო ცვლილებებს, საარჩევნო კოდექსში შესაძლებელ, მაგრამ უარყოფილ საკონსტიტუციო ცვლილებებს, ურთიერთობებს ოპოზიციასა და უმრავლესობას შორის. საერთაშორისო დამოკიდებულებაც ამ საკითხის მიმართ მკაფიოდ იყო გამოხატული ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მიერ სულ ახლახან გაკეთებულ განცხადებაში. რეალური სიტუაცია, რაც ქვეყანაში დღეს ხდება, უმრავლესობის მხრიდან დანახული და წარმოდგენილი იყო. ეს ანგარიში ძალიან ვრცელია. ბევრ საკითხებზე არის ღია ტრიბუნა და ამ თემებზე საუბარი და კამათი გაგრძელდება. თუ აუცილებლობა იქნება, დაპირისპირებაც კი იმ საკითხებზე, რომლებიც ამ ანგარიშშია“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები