ზელენსკი სამი ტელეკომპანიისთვის სანქციების დაწესებას განმარტავს

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ სოციალურ ქსელში, სამი ტელეკომპანიისთვის სანქციების დაწესებასთან დაკავშირებით საერთაშორისო თანამეგობრობისთვის მცირე განმარტება გამოაქვეყნა.

როგორც ზელენსკიმ Twitter-ის გვერდზე დაწერა,” სანქციები  ძალიან რთული გადაწყვეტილებაა. უკრაინა სიტყვის თავისუფლებას მხარს მტკიცედ უჭერს, მაგრამ არა – პროპაგანდას, რომელიც ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ აგრესორი-ქვეყნის მიერ არის დაფინანსებული, რომელიც აფერხებს უკრაინას ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე. დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა არის ბრძოლა მათ შორის სიმართლისა და ევროპული ფასეულობებისთვის საინფორმაციო სივრცეში”.

ზელენსკიმ პუტინთან დაახლოებული პირის, “მარჯვენა ხელის”, სახალხო დეპუტატის  – ტარას კოზაკის აქტივებს სანქციები დაადო, რომელთა შორის არის სამი ტელეკომპანია: “112 Украина”, NewsOne და ZIK. სანქციების მოქმედების ვადაა 5 წელი. გადაწყვეტილების მიხედვით, აღნიშნული მედიასაშუალებები მუშაობას წყვეტენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები