რომან გოცირიძე: ხელისუფლების საქმიანობის წარმატებულად გამოჩენის მიზნით, საქსტატი მეთოდოლოგიურ მანიპულაციებს ყოველთვის მიმართავდა

“ნაციონალური მოძრაობის” წევრი, რომან გოცირიძე საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ მონაცემებს აფასებს, რომლის მიხედვითაც წლიურმა ინფლაციამ საქართველოში 2.8 % შეადგინა.

როგორც გოცირიძე სოციალურ ქსელში წერს, მეთოდოლოგიურ მანიპულაციებს საქსტატი ყოველთვის მიმართავდა ხელისუფლების საქმიანობის წარმატებულად გამოჩენის მიზნით.

“საქსტატის მონაცემებით, იანვრის თვეში ფასები გაიზარდა 1,1 პროცენტით წინა თვესთან შედარებით, წლიურმა ინფლაციამ კი 2,8 პროცენტი შეადგინა.

ეს და მომდევნო თვეების ყველა მაჩვენებელი მიჩნეული იქნება არასარწმუნოდ, სანამ საქსტატი არ გაასაჯაროებს, როდის და რომელი სახეობის სუბსიდირებას ასახავდა ფასებში.

წლიური ინფლაციის სურათი რადიკალურად შეცვალა კომუნალური ხარჯების (დენი, გაზი, დასუფთავება) სუბსიდირებამ, თუმცა, მსგავსი მიდგომა წინათ არ იყო გამოყენებული.

მეთოდოლოგიურ მანიპულაციებს საქსტატი ყოველთვის მიმართავდა ხელისუფლების საქმიანობის წარმატებულად გამოჩენის მიზნით”, – წერს გოცირიძე.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები