საფრანგეთის სამთო-სათხილამურო კურორტებზე საბაგიროები თებერვალშიც დახურული რჩება

საფრანგეთის მთავრობის გადაწყვეტილებით, ქვეყნის სამთო-სათხილამურო კურორტებზე საბაგიროები დახურული თებერვლის თვის განმავლობაშიც დარჩება, – ამის შესახებ უცხოური მედია წერს.

მათივე თქმით, დამსვენებლებს სასტუმროებში დაბინავება შეუძლიათ, მაგრამ საბაგიროებთან ერთად არ ფუნქციონირებს რესტორნებიც.

„მთავრობის ინფორმაციით, მიუხედავად იმისა, რომ ზამთრის კურორტებზე სეზონურად დასაქმებულია, დაახლოებით, 400 ათასი ადამიანი, კორონავირუსის ახალი შტამების მაღალი გავრცელების პირობებში, კორორტების სრული დატვირთვითა და ჩვეული რეჟიმით მუშაობა შეიცავს საფრთხეს.
1-ელ თებერვალს, საფრანგეთში კორონავირუსის გავრცელების ძირითადმა ინდიკატორებმა ბოლო ორი თვის განმავლობაში რეკორდულად მაღალ მაჩვენებელს მიაღწია. ბოლო კვირის დღიური ინფიცირების საშუალო მაჩვენებელი 20 515 შემთხვევას შეადგენს, რაც 2020 წლის 23 ნოემბრის შემდეგ ყველაზე მაღალი მონაცემია.

საფრანგეთის მედიკამენტების მარეგულირებელმა AstraZeneca-ს ვაქცინის გამოყენების ნებართვა გასცა, – წერს უცხოური მედია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები