ალეკო ელისაშვილი: პარლამენტი ერთპარტიული არ არის, ჩვენ თუ პარტიად არ აღგვიქვამთ, კი ბატონო
“პარლამენტი ერთპარტიული არ არის, ჩვენ თუ პარტიად არ აღგვიქვამთ, კი ბატონო”, – ამის შესახებ “მოქალაქეების” ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, პარტია “მოქალაქეები”, დამოუკიდებელ ოპოზიციურ პარტიას წარმოადგენს.
“პარლამენტი ერთპარტიული არ არის, ჩვენ თუ პარტიად არ აღგვიქვამთ, კი ბატონო. ორნი კი ვართ, მაგრამ წარმოვადგენთ დამოუკიდებელ ოპოზიციურ პარტიას, რომელსაც “მოქალაქეები” ეწოდება, ეს ვიღაცას უნდა – გაითავისოს, ვიღაცას – არა, მაგრამ ეს არის ასე”, – განაცხადა ელისაშვილმა.