ამირან გამყრელიძე: დღეს რომ ქვეყანაში ერთბაშად ყველა შეზღუდვა მოიხსნას, ერთი თვის შემდეგ ჩვენ დავუბრუნდებით დაახლოებით იმავე მაჩვენებლებს, რაც გვქონდა ოქტომბერ-ნოემბერ-დეკემბერში
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანლის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ერთდროულად ყველა შეზღუდვის მოხსნა ქვეყანაში ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობას გააუარესებს.
„დღეს რომ ქვეყანაში ერთბაშად ყველა შეზღუდვა მოიხსნას, ერთი თვის შემდეგ ჩვენ დავუბრუნდებით დაახლოებით იმავე მაჩვენებლებს, რაც გვქონდა ოქტომბერ-ნოემბერ-დეკემბერში. ძალიან მძიმე ტალღა გამოვიარეთ და არ გვინდა, ის ტალღა გადავიტანოთ. ქართველებს კარგი გამონათქვამი გვაქვს, სიფრთხილეს თავი არ სტკივაო. ფრთხილად უნდა ვიაროთ. ყველა მომხრეა, რომ შეზღუდვები არ იყოს, ან იყოს ძალიან ნაკლები, მაგრამ შეზღუდვების შემსუბუქება უნდა მოხდეს თანდათან და იყოს დაკვირვება და ეპიდსიტუაციაზე მონიტორინგი“, – განაცხადა გამყრელიძემ.