წყნარ ოკეანეში 6,4 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა
წყნარ ოკეანეში, ჩილეს კუნძულ აღდგომასთან ახლოს 6,4 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა.
ამის შესახებ ინფორმაციას ევროპის-ხმელთაშუა ზღვის სეისმური ცენტრი ავრცელებს.
მათი მონაცემით, ეპიცენტრი აღდგომის კუნძულთან მდებარე ქალაქ ანგა-როასთან 1482 კილომეტრის დაშორებით, 10 კილომეტრის სიღრმეში მოხდა. ქალაქში 3,3 ათასი ადამიანი ცხოვრობს.
ცუნამის საფრთხის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.