რუსეთში აშშ-ის საელჩოში განმარტეს, რატომ ესწრებიან დიპლომატები ნავალნის სასამართლო პროცესს

აშშ-ის საელჩოში აცხადებენ, რომ სასამართლო პროცესებზე დაკვირვება დიპლომატიური მისიისთვის ჩვეულებრივი პრაქტიკაა.

დღეს მოსკოვის საქალაქო სასამართლო ალექსი ნავალნისთვის პირობითი მსჯავრის რეალურზე შეცვლას განიხილავს. სასამართლოში რუსეთში აკრედიტებული 20-მდე დიპლომატიური მისიის წარმომადგენელი მივიდა, რაზეც კრემლში, ასევე, რუსეთის საგარეო უწყებაში განაცხადეს, რომ ეს არის “რუსეთის შიდა საქმეებში ჩარევა”, ასევე, “სასამართლოზე ერთგვარი ზეწოლის მოხდენა”. გარდა ამისა, ამ ქმედების მიღმა დაინახეს დასავლეთის ლუსტრაცია, რომელიც რუსეთის “შეკავებას” ცდილობს.

“ეს სტანდარტული პრაქტიკაა მსოფლიოს მასშტაბით ყველა დიპლომატიური მისიისთვის – სასამართლო პროცესებზე დასწრება”, – განმარტეს საელჩოში.

დიპლომატიურ მისიაში ასევე თქვეს, რომ აშშ-ის საელჩომ რუსეთის მთავრობას მიმართა თხოვნით, პროცესზე დაკვირვება დისტანციურ რეჟიმში მომხდარიყო პანდემიის გამო, თუმცა, თხოვნაზე პასუხი ვერ მიიღო.

“ამის მიუხედავად, მოსკოვში ამერიკელი დიპლომატები ყურადღებით აკვირდებიან ნავალნის სასამართლო პროცესს, ასევე, მედიის მონიტორინგს ახორციელებენ”, – აღნიშნეს საელჩოში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები