იაგო ხვიჩია: “ქართული ოცნება” თუ ხელს არ შეგვიშლის და საქმეს არ გააფუჭებს, ჩემი აზრით, ოპოზიცია შევა პარლამენტში
“ჩვენს პოზიციებს გავაცნობთ “ქართულ ოცნებასაც” და ფასილიტატორებსაც და ვეცდებით, რომ ეს პროცესი, რომელიც ახლა ჩიხშია შესული, ამ ჩიხიდან დავძრათ”, – ამის შესახებ “გირჩის” ერთ-ერთმა ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ ტელეკომპანია “რუსთავი ორის” ეთერში საუბრისას განაცხადა.
ხვიჩიას აზრით, თუ მმართველი გუნდი საქმეს არ გააფუჭებს, ოპოზიცია პარლამენტში შევა.
“ალბათ, შევხვდებით უახლოეს მომავალში, ჩვენს პოზიციებს გავაცნობთ “ქართულ ოცნებასაც” და ფასილიტატორებსაც და ვეცდებით, რომ ეს პროცესი, რომელიც ახლა ჩიხშია შესული, ამ ჩიხიდან დავძრათ.
“ქართული ოცნება” თუ ხელს არ შეგვიშლის და საქმეს არ გააფუჭებს, ჩემი აზრით, ოპოზიცია შევა პარლამენტში. არ შეგვიშლის არის ის, რომ იქნება რაციონალური, იქცეოდეს ისე, რომ მოლაპარაკება უნდა. დღეს რომ არ დაუჭირეს მხარი კოლეგების გარიცხვას, ერთ-ერთი კონსტრუქციული ნაბიჯია. ციხიდან გამოშვება იყო კონსტრუქციული ნაბიჯი. ჩვენი აზრით, თუ ასე წავალთ კონსენსუსისა და მოლაპარაკების გზით, მაშინ ეს გამოვა. თუმცა, როგორც ვიცით, არსებობს ხალხი ყველა მხრიდან, რომელსაც არ უნდა მოლაპარაკება”, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.