ნავალნის სასამართლოს 20 ქვეყნის საელჩოს წარმომადგენელი ესწრება – რუსეთში ფაქტს აპროტესტებენ
მოსკოვის საქალაქო სასამართლოში, სადაც ალექსი ნავალნისთვის პირობითი მსჯავრის რეალურ შეცვლაზე მსჯელობენ, რუსეთში აკრედიტებული 20 ქვეყნის საელჩოს წარმომადგენელი იმყოფება.
უშუალოდ შენობაში შვეიცარიის, ლატვიის, ბულგარეთის, პოლონეთისა და ავსტრიის წარმომადგენლები, ასევე, უცხოური და რუსული მედიის წარმომადგენლები იმყოფებიან.
სასამართლო პროცესზე დიპლომატების მისვლა კრემლსა და საგარეო უწყებაში დაგმეს.
პუტინის პრესმდივნის, დიმიტრი პესკოვის შეფასებით, “დიპლომატები რუსეთის შიდა საქმეებში არ უნდა ერეოდნენ და არც სასამართლოზე ზეწოლას უნდა უშვებდნენ. ისინი დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ ვენეციის კონვენციის შესაბამისად უნდა მოქმედებდნენ”.
რუსეთის პირველი დიპლომატის, სერგეი ლავროვის თქმით, ნავალნისთან დაკაშირებული ვითარება ინსცენირებულია დასავლეთის მხრიდან.
რუსეთის საგარეო უწყების ოფიციალური წარმომადგენლის, მარია ზახაროვას განცხადებით, სასამართლოში მისვლით მოხდა დასავლეთის ქვეყნების გამოაშკარავება, რომლებიც რუსეთის შეკავებას ცდილობენ.
ამასობაში, რუსეთში დიდი ბრიტანეთის საელჩოში დიპლომატების მისვლის საკითხის კომენტირებისას თქვეს, რომ “სასამართლო პროცესებში დიპლომატების ყოფნა ჩვეულებრივი პრაქტიკაა”.