გიორგი ვოლსკი: დავით გარეჯზე სააკაშვილის 2007 წლის განცხადება, რომელიც ახლახან გამოქვეყნდა, ნიშნავს, რომ სისტემამ დააშავა და ამას საგანგებო ყურადღება უნდა მიექცეს

“დავით გარეჯზე სააკაშვილის 2007 წლის განცხადება, რომელიც ახლახან გამოქვეყნდა, ნიშნავს, რომ სისტემამ დააშავა და ამას საგანგებო ყურადღება უნდა მიექცეს”, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცესპიკერმა, გია ვოლსკიმ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

მისი თქმით, თუკი სასამართლოს გადაწყვეტილება არ იქნა ისეთი, როგორსაც ისინი ელოდებიან, იქნებ, მერე ეს საზოგადოების სასამართლოზე ზეწოლას დააბრალონ.

„გასაგებია საზოგადოების გაღიზიანება, დამოკიდებულება, ემოციების შეჯახება დავით გარეჯის თემასთან დაკავშირებით. თვალსაჩინოა – ადამიანები, მიწათამზომველები არიან თუ არ არიან სპეციალისტები და გარკვეულ ოქმებზე მოაწერეს ხელი, საზოგადოებას უნდა წარუდგინო და ხშირად ატარო თავშეყრის ადგილებში, იქნებ ვინმემ შეურაცხყოფა მიაყენოს, იქნებ ვინმემ აგრესია გამოხატოს. თუკი სასამართლოს გადაწყვეტილება არ იქნა ისეთი, როგორსაც ისინი ელოდებიან, იქნებ, მერე ეს საზოგადოების სასამართლოზე ზეწოლას დააბრალონ – ეს ტაქტიკა იმდენად ადვილად იგრძნობა და იშიფრება, რომ ამაზე საუბარიც კი აღარ იყო საჭირო.

მაგრამ სულ ახლახან გამოქვეყნდა განცხადება, რომელსაც 2007 წელს აკეთებს პრეზიდენტი სააკაშვილი – ისე უნდა გავყოთ საზღვარი მეზობელ ქვეყანასთან, რომ ეს სიმაღლე, რომელიც მას სტრატეგიულად სჭირდება, მისი უნდა იყოს, ხოლო კომპლექსი უნდა იყოს ჩვენიო. ლოგიკურად, მიწათმომწყობიც კი ადვილად გაერკვევა იმაში, რომ ეს არის აბსურდი და თუკი ამ აბსურდს კონკრეტული ადამიანები მიყვებიან, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ვიღაც ერთმა დააშავა, სისტემამ დააშავა და ამას საგანგებო ყურადღება უნდა მიექცეს.

ეს ხომ იგივეა, რომ თქვა, აგერ, მეზობელ რომელიმე ქვეყანას მთაწმინდას დავუთმობ, სჭირდება და დანარჩენი ტერიტორია ისე შემოიხაზება, რომ ჩვენად უნდა დარჩესო“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა 2007 წლის მაისში განაცხადა, რომ აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან ერთად დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის საკითხი განიხილა. „ჩვენ შევთანხმდით, რომ უახლოეს პერიოდში ჩვენი სამუშაო ჯგუფები ერთმანეთს შეხვდებიან, საზღვრის ხაზი უნდა გაივლოს ისე, რომ სტრატეგიული სიმაღლე, რომელიც აზერბაიჯანს ქვეყნის შიგნით სჭირდება, აზერბაიჯანის ტერიტორიაში მოყვეს, ხოლო დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსი მთლიანად საქართველოს სახელმწიფო ტერიტორიაზე უნდა დარჩეს“, – აღნიშნულია მიხეილ სააკაშვილის განცხადებაში.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები