იაგო ხვიჩია: „ქართული ოცნების“ დღევანდელი გადაწყვეტილება საშუალებაა, რომ მომავალში ადამიანებმა პარლამენტში შესვლა შეძლონ

“ვფიქრობ, სწორი ნაბიჯია ამ არსებულ სიტუაციაში პოლიტიკური კრიზისის განსამუხტად. ცხადია, თუ გვინდა მოლაპარაკება და შეთანხმება”, – ასე შეაფასა „გირჩის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციონერებისთვის მანდატების შეწყვეტის საკითხზე მიღებული გადაწყვეტილება.

მისი თქმით, მმართველი გუნდის მიერ მიღებული დღევანდელი გადაწყვეტილება საშუალებაა, რომ მომავალში ადამიანებმა პარლამენტში შესვლა შეძლონ.

“ვფიქრობ, სწორი ნაბიჯია ამ არსებულ სიტუაციაში პოლიტიკური კრიზისის განსამუხტად. ცხადია, თუ გვინდა მოლაპარაკება და შეთანხმება. იმისთვის, რომ მიზანს მივაღწიოთ, კონკრეტული რაოდენობის დეპუტატები გვჭირდება პარლამენტში და თუ მათ ჩაუხსნიდნენ უფლებამოსილებას ჩვენი მიზნის აღსრულება იქნებოდა შეუძლებელი. ამ შემთხვევაშიც ვიბრძოდით ჩვენი მიზნის მისაღწევად. დღევანდელი ამბავი არა საფუძველი, არამედ საშუალებაა, რომ მომავალში სხვადასხვა ადამიანებმა შეძლონ პარლამენტში შესვლა. ჩვენ არასდროს დაგვიმალავს, რომ პარლამენტში შესვლის მომხრე ვიყავით შესაბამისი პირობებით“, – განაცხადა ხვიჩიამ.

,,ქართულმა ოცნებამ” ოპოზიციის წარმომადგენლებს მანდატები არ შეუწყვიტა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები