Ryanair-ის კვარტალური შემოსავლები 82%-ით შემცირდა

კომპანიამ Ryanair-მა გაავრცელა განცხადება, რომლის თანახმადაც 2020 წელი არის ყველაზე ცუდი წელი კომპანიის არსებობის ისტორიაში. მხოლოდ ოქტომბერ-დეკემბრის პერიოდში კომპანიამ დაკარგა 306 მლნ ევროს შემოსავალი.
Ryanair-ის კვარტალური შემოსავლები შემცირდა 82%-ით და კომპანია მოემსახურა, ჯამურად, 8.1 მლნ ადამიანს, რაც ნიშნავს წლიური მაჩვენებელის 78%-იან შემცირებას.
„ჩვენ 2020 წლის ბოლოსკენ გვქონდა იმედი, რომ სიტუაცია უკეთესობისკენ შეიცვლებოდა.
თუმცა, მას შემდეგ, რაც ბრიტანეთში გამოჩნდა კოვიდის ე.წ. ბრიტანული და აფრიკული შტამები, სიტუაცია მკვეთრად გაუარესდა და მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში გამკაცრდა შეზღუდვები მოგზაურთათვის“, – წერია კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები