საფრანგეთში დამატებითი რეგულაციები დაწესდა, ასევე, გამკაცრდა რეგულაცია უკანონოდ გახსნილ რესტორნებზე

საფრანგეთის პრემიერმინისტრმა განცხადა, რომ პანდემიის გავრცელების შესაჩერებლად და მესამე „ლოქდაუნის“ თავიდან ასაცილებლად ქვეყანაში დაწესდებოდა დამატებითი რეგულაციები, – ამის შესახებ უცხოური მედია წერს.
მათივე ინფორმაციით, კერძოდ, ეს ეხება მიმოსვლას ევროპის არაწევრ ქვეყნებთან და ასევე დაიკეტა დიდი სავაჭრო ცენტრები.
ექსპერტები შიშობენ, რომ ეს შეზღუდვები არ იქნება საკმარისი და ქვეყანას მაინც მოუწევს მესამე „ლოქდაუნის“ გამოცხადება.
„ამჟამინდელი რეგულაციები საკმარისი არაა და საჭიროა მათი კიდევ უფრო გამკაცრება და რაც უფრო დრო გადის, მით უფრო რთული ხდება ვირუსის ამ ტალღის შეჩერება. ვირუსი უკვე ცირკულირებს ქვეყანაში და საზღვრების დაკეტვა უკვე გვიანია. ვირუსის გავრცელების ამჟამინდელ დინამიკაში გარდატეხას ვეღარაფერი შეიტანს“, – აცხადებენ ეპიდემიოლოგები.
უცხოური მედია აღნიშნავს, რომ საფრანგეთში კრიტიკულად მაღალია ჰოსპიტალიზების მაჩვენებელი, რაც ეპიდსიტუაციას კიდევ უფრო ართულებს. ხაზგასმულია, რომ საფრანგეთში ეპიდვითარება უარესდება.
„29 იანვარს COVID-19-ით გარდაცვალების 820 ფაქტი გამოვლინდა. ქვეყანაში ჰოსპიტალური სექტორის 60% კორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტებს ეთმობა.
საფრანგეთის ფინანსთა მინისტრის ცნობით, ყველა უკანონოდ გახსნილ რესტორანს პანდემიის დროს გამოყოფილი ფინანსური დახმარება შეუწყდება. 30 იანვარს ქ. პარიზის პოლიციამ უკანონოდ მოქმედი 24 რესტორანი გამოავლინა. საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა ევროკავშირს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მოპოვების საკითხში ევროპელი მეზობლებისთვის ქმედითი დახმარების აღმოჩენისკენ მოუწოდა“, – წერს უცხოური მედია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები