მოსკოვის საქალაქო სასამართლოსთან ნავალნის მომხრეებსა და ჟურნალისტებს აკავებენ – დღეს პოლიტიკოსისთვის რეალური აღკვეთის ღონისძიების შესახებ გახდება ცნობილი

მოსკოვის საქალაქო სასამართლო ამ წუთებში ოპოზიციონერ ალექსი ნავალნისთვის “ივ როშეს” საქმეზე რეალური აღკვეთის ღონისძიებაზე მსჯელობს, აქამდე პოლიტიკოსს პირობითი მსჯავრი ჰქონდა.

სასამართლოს შენობასთან ნავალნის მომხრეები არიან შეკრებილნი, რომელთა დაკავებები მიმდინარეობს. ასევე, მედია წერს, რომ დაკავებულები არიან მედიის წარმომადგენლებიც.

​ამ დროისთვის ძალოვანებს 121 პირი ჰყავთ დაკავებული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები