“როცა არ გინდა საპარლამენტო საგამოძიებო კომისიაში მონაწილეობა, ეს უკვე მიუთითებს იმაზე, რომ ზურაბ ჯაფარიძის განცხადება ნამდვილია – ,,ჩვენ არასდროს ვაპირებდით არჩევნების გზით სიარულს”

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, გიორგი ვოლსკის განცხადებით, ხელახალი არჩევნების ჩატარების საფუძველს მხოლოდ საპარლამენტო საგამოძიებო კომისია ქმნის და ამ კომისიაში მონაწილეობა ოპოზიციას არ სურს.

,,რომც მინდოდეს მე და რომელიმე ჩემს კოლეგას, რომ, მოდი, ჩავატაროთ ხელახალი არჩევნები და ვნახოთ, ვინ მოიგებს, ამის სამართლებრივ საფუძველს მხოლოდ საპარლამენტო საგამოძიებო კომისია ქმნის. როცა არ გინდა, ამ კომისიაში მონაწილეობა და უარს აცხადებ კონსტრუქციულ ნაბიჯებზე, ეს უკვე მიუთითებს კონკრეტულად იმას, რომ ზურაბ ჯაფარიძის განცხადება არის ნამდვილი, რომ ,,ჩვენ არასდროს ვაპირებდით არჩევნების გზით სიარულს” და არამარტო ზურაბ ჯაფარიძის, სააკაშვილსაც რომ მოუსმინოთ, სწორედ ამას გაიძახის, ეს არის რეალობა,” – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

ცნობისთვის, ,,ქართულმა ოცნებამ” ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის მანდატების შეწყვეტაზე უარი თქვა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები