“ისევ ჩართული მექნება ნომერი” – ალეკო ელისაშვილმა პარლამენტის სხდომაზე ტელეფონის ნომერი გაიმეორა

პარტია “მოქალაქეების” ლიდერი, ალეკო ელისაშვილი, რომელიც საგაზაფხულო სესიის სხდომას უკვე დეპუტატის რანგში ესწრება, აცხადებს, რომ ოპოზიცია პარლამენტში უნდა იყოს, რადგან საქართველოს ასე სჭირდება.

ალეკო ელისაშვილმა, წინასაარჩევნო კამპანიის მსგავსად, საგაზაფხულო სესიის პირველ სხდომაზე ტელეფონის ნომერი გაიმეორა და აღნიშნა, რომ მისი გუნდი ხალხს ყოველთვის პასუხობს.

“გვჯერა და გვწამს, რომ ოპოზიცია აქ უნდა იყოს, ასე სჭირდება უკეთეს საქართველოს, ასე იქნებოდა და ასე იქნება სწორი. ზოგს ჰგონია და ალბათ ვერც დავაჯერებთ ბევრს, რომ ამ სავარძელმა არ მოგვხიბლა და პრივილეგიებით არ შემოგვიტყუებს, ამას, რა თქმა უნდა, დრო გამოავლენს, ამის დასტურად ძალიან მარტივ რამეს ვიტყვი – შეიძლება, წინასაარჩევნოდ ადევნებდით თვალ-ყურს, რომ ჩვენ გვქონდა უცნაური კამპანია, ტელეფონის ნომერი მქონდა გამოყენებული და მთელი ჩვენი გუნდი ხალხს ვპასუხობდით, გავიმეორებ ჩემს ტელეფონის ნომერს და ამ სხდომის დასრულების შემდეგ ისევ ჩართული მექნება ნომერი, ვიღაც გამლანძღავს, ვიღაც შემაქებს, რაც მთავარია, სხვები პრობლემებს მეტყვიან, 593 58 40 52 არის ტელეფონის ნომერი, რომელსაც ყოველთვის ვუპასუხებ”, – განაცხადა ელისაშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები