სომხეთის მთავრობამ აზერბაიჯანის წინააღმდეგ სტრასბურგის სასამართლოში სარჩელი შეიტანა

სომხეთის მთავრობამ ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში აზერბაიჯანის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა.

კერძოდ, სარჩელში აღნიშნულია, რომ აზერბაიჯანი სომხეთსა და არწახში ადამიანების უფლებებს არღვევდა, ასევე, მოსახლეობას აწამებდა და არაადამიანურად ეპყრობოდა.

სომხეთის მთავრობა სარჩელს მტკიცებულებებით ამყარებს.

ასევე, დოკუმენტში ნახსენებია სამხედრო ტყვეებისა და სამოქალაქო პირების უფლებების დაცვის საკითხი, არწახის მოსახლეობის გადაადგილების უფლების დარღვევა, დაღუპულები და დაჭრილი სამოქალაქო პირები, ასევე, თავშესაფრის გარეშე დარჩენილი ადამიანები და სხვა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები