მერკელი: ვაქცინები მრავალი წლის მანძილზე დაგვჭირდება

გერმანიის კანცლერის, ანგელა მერკელის განცხადებით, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინები საჭირო მრავალი წლის განმავლობაში იქნება.

ამის შესახებ მან ფედერალური მიწების ხელმძღვანლებთან, ევროკომისიისა და ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენლებთან სხდომაზე განაცხადა.

“გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინის მსგავსად, რომლისგან განმეორებით ვიცრებით”, – განმარტა გერმანიის კანცლერმა.

მისი თქმით, პრობლემების მიუხედავად, ქვეყნის მთავრობა იმედოვნებს, რომ შეასრულებს მოქალაქეებისთვის მიცემულ დაპირების შესრულებას, რათა ყველა  ზაფხულის დასასრულამდე აიცრას.

მერკელის თქმით, ამ დაპირების შესრულება ნეგატიური სცენარის განვითარების შემთხვევაშიც იქნება შესაძლებლი, თუ Johnson&Johnson-სა და Curevac-ის ვაქცინებმა გამოყენების ნებართვა, მესამე კვარტლის დასრულებამდე შეიძლება, ვერ მიიღონ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები