ნორვეგიამ ნავალნი მშვიდობის ნობელზე წარადგინა

ნორვეგიის პარლამენტმა რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის მშვიდობის დარგში ნობელის პრემიაზე წარდგენას მხარი დაუჭირა.

ნავალნის გარდა, ნორვეგიელმა კანონმდებლებმა მხარი დაუჭირეს გრეტა ტუნბერგს, ჯანმო-ს, ასევე, ბელორუსის ოპოზიციის წარმომადგენლებს: სვეტლანა ტიხანოვსკიას, მარია კოლესნიკოვასა და ვერონიკა ცეპკალოს.

დღეს ასევე ცნობილი გახდა, რომ პრემიაზე წარდგენილია დონალდ ტრამპი, უფლებადამცველი ორგანიზაცია უნგრეთის ხელსინკის კომიტეტი, Charlie Hebdo-ს ყოფილი ჟურნალისტ -ი ზენიბ ელ-რაზუი და სხვები.

ნობელის ფონდის წესდების თანახმად, ლაურეატების სიას საბოლოოდ ნობელის კომიტეტი ადგენს, რომლებსაც ნორვეგიის პარლამენტი ამტკიცებს. ტრადიციის მიხედვით, კანდიდატების ვინაობა კენჭისყრამდე გასაიდუმლოებულია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები