გიორგი გახარია: საქართველოს მოქალაქემ თავისი მანდატის ფარგლებში თქვა, რომ დეპუტატის ადგილია პარლამენტში

ოპოზიციისთვის მანდატების გაუქმების საკითხს პრემიერმინისტრი, გიორგი გახარია გამოეხმაურა.

პრემიერის თქმით, საქართველოს მოქალაქემ ამ ადამიანებს თავისი ადგილი განუსაზღვრა და მათ პრობლემების მოგვარება დაავალა, ამიტომ, დეპუტატის ადგილი პარლამენტში უნდა იყოს.

“ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის მანდატების გარდა დიალოგის საგანი არის უამრავი, ის კონკრეტული პრობლემები, რომელიც აღელვებს თითოეულ ჩვენს მოქალაქეს. ამიტომ, მე ასე ვუყურებ ამას, რომ დღეს საქართველოს მოქალაქემ თავისი მანდატის ფარგლებში თქვა, რომ დეპუტატის ადგილი არის პარლამენტში, იქ იზრუნეთ ჩემზე, იქ იშრომეთ და მომიგვარეთ ის პრობლემები, რომლებიც მე მაქვს. ვიღაცას ესმის ეს, ვიღაცას – არა, ვისაც ესმის შრომობს პარლამენტში, ვისაც არ ესმის, იმან ხელი მაინც არ უნდა შეუშალოს”, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები