Pfizer-ი წლის მეორე კვარტალში ევროკავშირს ვაქცინის დაგეგმილზე მეტ რაოდენობას მიაწვდის

ფარმაცევტული კომპანია Pfizer-ი წლის მეორე კვარტალში ევროკავშირს დაგეგმილზე მეტ ვაქცინას მიაწვდის, კერძოდ, 75 მილიონი დოზით მეტს.

ამის შესახებ სოციალურ ქსელში ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა დაწერა.

მისი ინფორმაციით, ჯამურად, კომპანია წლის ბოლომდე ევროკავშირს 600 მილიონ დოზას მიაწვდის.

შეგახსენებთ,  ფონ დერ ლაიენმა ასევე განაცხადა, რომ კომპანია AstraZeneca ევროკავშირს წლის პირველ კვარტალში ასევე 9 მილიონი დოზით მეტ ვაქცინას მიწვდის, ვიდრე გასულ კვირას აცხადებდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები