უკრაინა ვაქცინას უკვე ორ კვირაში მიიღებს

“უკრაინა კორონავირუსის საწინააღმდეგო Pfizer/BionTech-ის ვაქცინის პირველ პარტიას უკვე ორ კვირაში მიიღებს”, – განაცხადა ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, იგორ ივაშჩენკომ.

მისი თქმით, ქვეყანა COVAX-ის ინიციატივაში მოხვდა, რომელიც პრეპარატს “განაწილების პირველი ტალღის” ფარგლებში მიწვდის.

მინისტრის მოადგილის თქმით, ქვეყანა პირველ ეტაპზე ვაქცინის 117 ათას დოზას მიიღებს.

გარდა ამისა, ცნობილია, რომ უკრაინა წლის მეორე კვარტლის დასრულებამდე “ასტრაზენეკა”-სგან 2,2-დან – 3,7 მილიონ დოზამდე მიიღებს.

უკრაინაში ვაქცინაცია დაიწყება სამედიცინო სფეროს თანამშრომლებისგან, ხანდაზმული და მძიმე პაციენტებისგან.

გასული წლის დეკემბერში უკრაინაში მოსახლეობის იმუნიზაციის გეგმა დაამტკიცეს, რომლის მიხედვით 2021-2022 წლებში მოხდება ქვეყნის არანაკლებ 50%-ის ვაქცინირება(20 მილიონი).

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები