შალვა ნათელაშვილი: “ქართულ ოცნებას” მოვუწოდებ, რომ ხვალ შეუწყვიტონ უფლებამოსილება ყველა იმ დეპუტატს, რომლებმაც განცხადებები შემოვიტანეთ

“ლეიბორისტული პარტიის” ლიდერი, შალვა ნათელაშვილი ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს კიდევ ერთხელ ეხმაურება და მმართველს გუნდს მოუწოდებს, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით პარლამენტში შეტანილი განცხადებები დააკმაყოფილოს.

“პრაქტიკულად, პარლამენტის დარბაზში ჩვენ გვრჩება “ქართული ოცნების” გამგეობის წევრთა კრება. ცდილობენ, გადაწიონ პროცესი, მაგრამ “პატრონმა მალაო, ჭირმა თავი არ დამალაო”. არ ვართ პარლამენტში, ეს მთელმა მსოფლიომ იცის. ვერანაირი მანიპულაციით ვერ მოახერხებენ მდგომარეობის შელამაზებასა და საკუთარი თავის, ტყავისა და სტატუსის გადარჩენას. მე მოვუწოდებ, რომ ხვალ შეწყვიტონ უფლებამოსილება ყველა იმ დეპუტატის, რომლებმაც განცხადებები შემოვიტანეთ”, – განაცხადა ნათელაშვილმა.

51 ოპოზიციონერი დეპუტატის საკითხი 2 თებერვლის პლენარულ სხდომაზე განიხილება და კენჭი ეყრება.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები