ტრამპი მშვიდობის დარგში ნობელის პრემიაზე წარადგინეს

ესტონეთიდან ევროპარლამენტის დეპუტატმა, იაკ მადისონმა აშშ-ის 45-ე პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი მშვიდობის დარგში ნობელის პრემიაზე წარადგინა.

პოლიტიკოსი, რომელიც ესტონეთის კონსერვატიულ პარტიას წარმოადგენს, ტრამპის წარდგენის მიზეზს ასახელებს. როგორც ის განმარტავს, ტრამპი იმის გამო წარადგინა, რომ ის 30 წლის განმავლობაში აშშ-ის პირველი პრეზიდენტია, რომლის ხელმძღვანლობის დროს ქვეყანას ომი არ დაუწყია.

“გარდა ამისა, მისი ხელმძღვაელობის დროს ახლო აღმოსავლეთში რიგი სამშვიდობო შეთანხმებას მოეწერა ხელი, რომლის შედეგად რეგიონში სტაბილურობისა და მშვიდობის უზრუნველყოფა მოხერხდა. ვნახოთ, ვინ მიიღებს ნობელის პრემიას”, – დაწერა პოლიტიკოსმა სოციალურ ქსელში.

მან ასევე აღნიშნა, რომ არ არის ერთადერთი, ვინც ტრამპი პრემიაზე წარადგინა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები