ზელენსკი ბაიდენს “ძალიან მარტივი კითხვით” მიმართავს და დახმარებას ითხოვს

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი იმედოვნებს, რომ შეერთებული შტატები, ასევე, ახალი პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია ნატო-ში გაწევრიანების უკრაინის სწრაფვას მხარს დაუჭერს.

ამის შესახებ მან Axios-თან ინტერვიუში განაცხადა.

“ყველაფრისთვის ვართ მადლიერი. მაგრამ თუ ჩვენ, უკრაინელებსა და უკრაინას სურს, ალიანსის სრულფასოვანი წევრი გახდეს, ეს უსაფრთხოების უმნიშვნელოვანესი საკითხია, იმ უსაფრთხოების, რომელზეც პრეზიდენტი ბაიდენი საუბრობს. მაშინ ასეთ შემთხვევაში ძალიან მარტივი კითხვა მაქვს: ბატონო პრეზიდენტო, რატომ არ ვართ ამ დრომდე ნატო-ში?- თქვა მან.

მისივე თქმით, “უკრაინა ნატო-ს წევრი რომ იყოს, უკრაინის აღმოსავლეთში, დონბასში ესკალაცია არ იქნებოდა”, რადგან ალიანსი უკრაინას დაიცავდა.

” და ეს სწორია. რადგან ახლა ჩვენ ვიცავთ ევროპას. მადლიერი ვართ ევროპის მისი დახმარებისთვის, სანქციებისთვის. მადლიერი ვართ შეერთებული შტატების. სანქციები მნიშვნელოვანია, მაგრამ ამით ადამიანების სიცოცხლეს ვერ დავაბრუნებთ”, – აღნიშნა ზელენსკიმ.

მისი თქმით, “პრეზიდენტი ბაიდენი ამბობდა, რომ ის შეშფოთებულია და იმუშავებს ევროპის უსაფრთხოებისთვის. ჩვენთვის ეს მნიშვნელოვანია, რადგან ევროპის უსაფრთხოება – ეს ჩვენზეცაა. უკრაინის აღმოსავლეთით ომი გრძელდება, რუსეთის ფედერაციის აგრესია გრძელდება, ყირიმის ანექსია. ამიტომ, მსურს, რომ აშშ და კერძოდ პრეზიდენტი ბაიდენი, რომელიც უკრაინას კარგად იცნობს, დაგვეხმაროს, გამოვიდეთ ამ ნამდვილად ტრაგიკული ვითარებიდან”, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები